საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90915

ფაქტი 90915

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი). კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღეს იურიდიულად არის ცნობილი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, დაშვებულ უნდა იქნეს გენუის კონფერენციაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90915; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .