საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90923

ფაქტი 90923

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაბეჭდილ წერილში „ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“-ს შესახებ“ დავით კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ ელგუჯა ერთხანს აკრძალული იყო, ცენზურამ ჯერ დართო ნება, ცალკე გამოეცათ, მაგრამ როცა დაიბეჭდა, ცენზორმა გამოცემა დააკავა და წაიღო. ყაზბეგმა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გადაინახა და ერთი მალულად სულ თან დაჰქონდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90923; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .