საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90963

ფაქტი 90963

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N22) ცნობით გენუის კონფერენციაზე რუსეთის საქმეებისთვის გამოყოფილ კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის, იაპონიის, ბელგიის, შვეიცარიის, შვეციის, პოლონეთის და რუმინეთის პირველი დელეგატები. ამ კომისიაში შვეციის დელეგატმა, პრემიერმა ბრანტინგმა წაიკითხა აკაკი ჩხენკელის დეპეშა და დაიცვა მისი აზრი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90963; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .