საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90980

ფაქტი 90980

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ წერილში „მაკდონალდი საქართველოს შესახებ“ აღნიშნულია, რომ ცნობილი ინგლისელი სოციალისტი რამსეი მაკდონალდი მუშათა გაზეთში „ფოსტვორდი“ წერს, რომ ბოლშევიკური თავდასხმა პატარა სახელმწიფოზე და რევოლუციური აჯანყება ქვეყანაში, რომელმაც სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ბოლშევიკების მიმართ, ცინიკური ბოროტებაა, რომელიც კი ჩაუდენია ჩვენს დროში იმპერიალისტურ მთავრობას.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
თავისუფალი საქართველო, 1921 | 15 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90980; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .