საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90981

ფაქტი 90981

1921 წლის 15 მაისის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N1) ბეჭდავს მემარცხენე სოციალ-დემოკრატების გაზეთ „ფრეჰაიტის“ წერილს. მასში ნათქვამია, რომ მოსკოვის საბჭოთა მთავრობის ცნობა, თითქოს რუსეთის წითელი ჯარი კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ ეს იყო სომხებსა და ქართველებს შორის შეტაკება და რევოლუციური მოძრაობა საქართველოში, ზინოვიევის სიმართლეს ჰგავს და სრული სიყალბეა. თავდასხმის ბრძანება მოსკოვიდან მოვიდა, ქართველი ხალხის დასახოცად გამოიყენეს რუსეთის საბჭოთა ჯარი, რომელმაც იქამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაცია განახორციელა.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
თავისუფალი საქართველო, 1921 | 15 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90981; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .