საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90991

ფაქტი 90991

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, გურიის ერთ-ერთ სოფელში საქართველოს რევკომის თავმჯდომარესთან, ფილიპე მახარაძესთან შეხვედრაზე სიტყვა ითხოვეს ალექსანდრე ლომთათიძემ და შ. შარაშიძემ, მაგრამ არ ალაპარაკეს. ხალხმა ატეხა ყვირილი, რომ ფ. მახარაძე მოღალატე იყო და ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი და თავისი დამქაშებით გაიპარა. შედეგად ამ პირებს დევნა დაუწყეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90991; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .