საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90994

ფაქტი 90994

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რკინიგზა გააერთიანეს ამიეკავკასიის გზასთან და შედგა საერთო მმართველობა, როგორც იყო 1918 წლის 26 მაისამდე. გაზეთების ცნობით, ეს საკითხი გადაწყვიტა უმაღლესმა კომისიამ სერგო ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით და მოსკოვიდან გამოგზავნილი წევრების – მე-11 არმიის სარდლის, ანატოლი გეკკერის, რუსეთის გზათა კომისრის, ფომინისა და ამიერკავკასიის წარმომადგენლის – მონაწილეობით. ბოლშევიკებს ეს ცნობა ეხამუშათ და განაცხადეს, რომ ეს წევრები მოწვეულნი იყვნენ, როგორც ექსპერტები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90994; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .