საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90995

ფაქტი 90995

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ წერილში „პარტიები საქართველოში“ აღნიშნულია: ბოლშევიკებმა გამოაცხადეს, რომ ლეგალიზაციას მისცემენ მხოლოდ იმ პარტიებს, რომელთაც სწამთ მესამე ინტერნაციონალი და საბჭოთა სისტემა. ასეთები აღმოჩნდნენ თედო ღლონტი და ყოფილი ბოლშევიკი, შემდეგ ფედერალისტთა დეპუტატი შალვა ნუცუბიძე მცირე ჯგუფით. ისინი გამოსცემდნენ გაზეთ „სოც. ფედერალისტს“. სოციალ-ფედერალისტთა პარტიამ ისინი პარტიიდან გააძევა და გაზეთის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, რომ პარტიის ორგანო არ იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90995; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .