საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90997

ფაქტი 90997

1921 წლის 28 ოქტომბერს გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოში „ფრაიჰაიტი“ დაიბეჭდა წერილი „მოსკოვის მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ“ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრის, ექიმ პარმენ ჭიჭინაძის გარდაცვალების შესახებ. გაზეთს მოჰყავს ცნობები მისი ბიოგრაფიის, პარტიული მუშაობისა და პოლიტიკური მოღვაწეობის, ცარიზმის დროს განცდილი დევნა-გადასახლების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90997; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .