საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91007

ფაქტი 91007

1921 წლის 22 ნოემბრის საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ცენტრალური ორგანო, პარიზის „პოპულერი“ ბეჭდავს ცნობას „ქართველი პროლეტარიატი ცდილობს გადაიგდოს ბოლშევიკების უღელი“, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის მუშებმა საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერების, საქართველოს ეროვნული ტერიტორიის დაქუცმაცების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავების გამო გადაწყვიტეს საქართველოს რევოლუციური კომიტეტისთვის (თავმჯდომარე ბუდუ მდივანი), გაეგზავნათ დელეგაცია, რომელიც გადასცემდა 5132 მუშის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91007; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .