საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91012

ფაქტი 91012

1921 წლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველო“ (N13) ცნობით, ოქტომბრის დამლევს ბოლშევიკებმა მეტეხის ციხეშიც გააძლიერეს რეპრესიები. ჩეკას გამომძიებელმა ფედორენკომ ტუსაღები ნიკოლოზ ზურაბიშვილი და ნიკოლოზ ჩაბიშვილი ფიზიკურად დასაჯა და კარცერში დაამწყვდია, რადგან უცოდინრობის გამო რუსულად ვერ მისცეს ჩვენება. ამის გამო ტუსაღებმა პროტესტი გამოუცხადეს რევკომისა და ჩეკას წარმომადგენლებს, რაც უყურადღებოდ დატოვეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91012; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .