საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91074

ფაქტი 91074

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: აბულაძე, ბაბლიძე, აზარიაშვილი, ზასოხევი და სხვ. წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“ ნათქვამია, რომ მეტეხი და საგუბერნიო ციხე სავსეა პოლიტპატიმრებით. გურიაში 72 კაცია დაჭერილი, აქედან 26 საგუბერნიო ციხეშია, ბათუმში – 28 სოციალ-დემოკრატი მუშა. ტუსაღები ცუდ მდგომარეობაში არიან, აძლევენ მეოთხედ გირვანქა პურს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91074; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .