საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91090

ფაქტი 91090

1921 წლის 15 ივნისის „თავისუფალ საქართველოში“ (N2) დაბეჭდილ წერილში „საქართველოში“ (პასუხად ბ. შეიმანს) კარლო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ არონ შეინმანმა „ახალ გზაში“ დაბეჭდა განცხადება, რომელსაც მიზნად აქვს ევროპის პროლეტარიატის თვალში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ოკუპაციის გამართლება, რომ ეს ის შეინმანია, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას არწმუნებდა მოსკოვის მშვიდობიან განზრახვაში, მეორე მხრივ, რუსეთის მთავრობას აქეზებდა საქართველოზე თავდასასხმელად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91090; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .