საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91092

ფაქტი 91092

1921 წლის 26 მაისს, მიუხედავად ბოლშევიკების განკარგულებისა, სასტიკი ზომები მიეღოთ გამოსვლების წინააღმდეგ, ოზურგეთში 8 სოფელმა მოიყარა თავი ეროვნული დროშებით. კომუნისტებმა სცადეს დროშის წართმევა, მაგრამ შეეშინდათ ხალხის აღელვებისა და დაუბრუნეს. მიტინგზე ილაპარაკა სოციალ-დემოკრატმა გიორგი მურვანიძემ, რომლის სიტყვას ოვაციით შეხვდნენ. შედეგად დაიჭირეს მურვანიძე და კიდევ 150-მდე კაცი.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
თავისუფალი საქართველო, 1921 | 15 ივნისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91092; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .