საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91102

ფაქტი 91102

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ ბელგიის კომუნისტური ჯგუფის ორგანომ, ბრიუსელის გაზ. „ექსპლუატემ“ დაბეჭდა მიხა ცხაკაიას 2 წერილი საქართველოს შესახებ. პირველში ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია ნოე ჟორდანიას მთავრობისა, რომელიც ტერორს ეყრდნობოდა, მეორეში კი აღწერილია სოციალისტურ ინტერნაციონალისტთა დელეგაციის მოგზაურობა საქართველოში, მათ მუშები და გლეხობა მტრულად შეხვდა. ასეთი ტყუილებით ფიქრობენ კომუნისტები იმ შთაბეჭდილების შესუსტებას, რომელიც საქართველოზე მათმა ყაჩაღურმა თავდასხმამ მოახდინა ევროპის პროლეტარიატზე? – ნათქვამია წერილში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91102; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .