საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91176

ფაქტი 91176

1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მიერ პარიზში გამოცემული წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ პირველ ნაწილში გამოქვეყნდა პუბლიკაციები სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს: პიერ რენოდელისა და ალბერტ ინგელსის მთელი რიგი წერილებისა და ლუიზა კაუცკის შთაბეჭდილებანი საქართველოზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91176; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .