საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91178

ფაქტი 91178

1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოში“ (N12) დაბეჭდილ წერილში „ერთა ლიგაში“, აღნიშნულია, რომ ერთა ლიგის ყრილობამ ჟენევაში მიიღო რეზოლუცია დამშეული რუსეთის, ასევე დამშეული საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასარგებლოდ. ყრილობაზე კონსტანტინე საბახტარაშვილი ორჯერ შეხვდა ბრიტანეთის წარმომადგენელ ფიშერს, რომელმაც ინიციატივა აიღო საქართველოს დასახმარებლად, აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების მდგომარეობა გაუარესდა ბოლშევიკური რუსეთის ხანგრძლივი ოკუპაციის გამო, შვეიცარიის წარმომადგენელი ბ. მოტაც შეეხო პოლიტიკურ საკითხს, საქართველოზე გაკვრით ილაპარაკეს ბელგიელმა ანრი ლაფონტენმა და ფინელმა ენკელმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91178; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .