საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91181

ფაქტი 91181

1921 წლის 7 ოქტომბერს პარიზის სოციალისტურ გაზეთ „ლა ფრანს ლიბრში“ დაბეჭდილ ცნობაში „ხალხის ნების წინააღმდეგ“ ნათქვამია, რომ II ინტერნაციონალის მდივანმა რამსეი მაკდონალდმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ისგან მიიღო ლანძღვით სავსე პასუხი რუსეთის კომუნისტებისადმი მიმართულ წინადადებაზე, ყველა ქვეყნის სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შეედგინათ კომისია, რომელიც თავისთავზე აიღებდა ქართველი ხალხის თავისუფლად დაკითხვას მისთვის სასურველი მთავრობის ფორმის შესახებ. მაკდონალდს პასუხი გადასცა კლიუჩკომ, ლონდონში რუსეთის კომერციული დელეგაციის წევრმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91181; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .