საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91190

ფაქტი 91190

1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N8) დაბეჭდილ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეიძის მიმართვაში „ყველა ხალხებს“ ნათქვამია, რომ ევროპის და ამერიკის ხალხებმა უნდა იცოდნენ, როგორ დახმარებას მოელის მათგან საქართველო: 
1. საჭიროა პურისა და წამლების დაუყოვნებლივ მიწოდება; ისინი პირდაპირ გაჭირვებულ მცხოვრებთ უნდა დაურიგდეს და არა საბჭოთა კომისრებსა და ქვეყნის გამანადგურებელ საოკუპაციო ჯარებს; 2. თავისუფალმა ერებმა უნდა აიმაღლონ ხმა, რომ საქართველოს დაეხმარონ დამპყრობელთა ტირანიისაგან განთავისუფლებაში, უნდა გაისმას მოთხოვნა, საქართველოდან გაყვანილ იქნენ ბოლშევიკური ჯარები და ხალხს თავისი ბედის თავისუფლად გადაწყვეტის საშუალება მიეცეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91190; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .