საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91191

ფაქტი 91191

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „კომისრების გაქურდვა“ ნათქვამია, რომ ბოლშევიკების ჩამოსვლის შემდეგ ქურდობა-ყაჩაღობამ მოიცვა მთელი მხარე, ბოლშევიკების მეთაურებსაც არ ერიდებიან, თბილისში გაქურდეს სერგო ქავთარაძე, მე-11 არმიის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვი და ქართული ჩეკას თავმჯდომარე კოტე ცინცაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91191; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .