საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91192

ფაქტი 91192

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „დუშეთის აოხრება“ ნათქვამია, რომ რუსის ჯარი ყველაფერს აპარტახებს, ამან ბოლშევიკების კომისრებიც კი აალაპარაკა. სამხედრო გზაზე მომავალი ჯარის ნაწილებმა ააწიოკეს დუშეთის მაზრა, მშვიდობიანი მოსახლეობა ტერორის ქვეშაა, გზებზე აყაჩაღებენ, გლეხებს სახლებში უცვივდებიან, ადმინისტრაცია უძლურია ამ თვითნებობას ებრძოლოს. დახმარებას ითხოვს სამაზრო მილიცის უფროსი შაქრო მანგიაშვილი.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
თავისუფალი საქართველო, 1921 |10 აგვისტო

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91192; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .