საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91199

ფაქტი 91199

1921 წლის 6-9 ივნისს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის საზოგადოებათა V კონგრესზე რუსეთის საზოგადოების წარმომადგენელმა ბრიანჩანინოვმა, რუსმა შავრაზმელმა, მოითხოვა რეზოლუციის ტექსტში სიტყვების „უცხოელ ჯარმა დაიპყროს“... მაგიერ შეეტანა „ბოლშევიკებმა დაიპყრეს“. აშკარა იყო, მას სურდა ხაზი გაესვა, რომ საქართველო რუსეთს, ე.ი. უცხოელ ჯარს, არ დაუპყრია. ეს შესწორება კონგრესმა უკუაგდო.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
თავისუფალი საქართველო, 1921 |15 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91199; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .