საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91202

ფაქტი 91202

1921 წლის 14 ივნისს ნოე ჟორდანია ბრიუსელში სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო. მისი მისვლისას კომიტეტმა სხდომა შეწყვიტა და ფეხზე ამდგარი ოვაციებით შეხვდნენ. მისასალმებელი სიტყვით მიმართა ემილ ვანდერველდემ, რომელმაც გაიხსენა საქართველოში მოგზაურობა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო სამართლიანად გაიმარჯვებს და ახლო მომავალში შეძლებთ სამშობლოში დაბრუნებასო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91202; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .