საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91206

ფაქტი 91206

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ ნოე ჟორდანია ანტვერპენში შეხვდა მუშათა ორგანიზაციას. შეხვედრაზე დე ბრიუკერმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული წყობის თავისებურებებზე, თანაგრძნობა გამოხატეს მუშებმაც, საგანგებოდ მოწვეულმა ფ. ლასალის სახ. გუნდმა შეასრულა რევოლუციური სიმღერები და საქართველოს ჰიმნი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .