საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91243

ფაქტი 91243

1921 წლის 5 ივლისს კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი ბერლინში დაესწრნენ გერმანის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (უმრავლესობის) პასუხისმგებელ მუშაკთა და დეპუტატთა კრებას. მათ ხალხი ოვაციებით მიეგება. კ. ჩხეიძემ ისაუბრა გერმანიასა და საქართველოს მუშათა მოძრაობას შორის იდეურ კავშირზე და დაახასიათა ცარიზმის წინააღმდეგ საქართველოს მუშათა კლასის ბრძოლის ეტაპები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91243; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .