საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91722

ფაქტი 91722

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილ წერილში (II), რომელსაც ხელს აწერს რუსეთში გადასახლებული 27 ქართველი პატიმარი, აღნიშნულია, რომ ისინი 5 ოქტომბერს მოსკოვიდან ქურდულად მოიტაცეს და სადღაც წაასხეს, წინასწარ მიუსაჯეს 76-ე და 66-ე მუხლი, ან პატიმრებად და ჯაშუშებად მონათლეს, და გადაჰყავდათ სოლოვკაში. ხელმომწერები: ვანო დავითაშვილი, ალექსანდრე კახაბერი, იოსებ ჟვანია (ვანი, იმერეთი), სიმონ თელია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91722; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .