საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91724

ფაქტი 91724

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილ წერილში (II), რომელსაც ხელს აწერს რუსეთში გადასახლებული 27 ქართველი პატიმარი, აღნიშნულია, რომ ისინი 5 ოქტომბერს მოსკოვიდან ქურდულად მოიტაცეს და სადღაც წაასხეს, წინასწარ მიუსაჯეს 76-ე და 66-ე მუხლი, ან პატიმრებად და ჯაშუშებად მონათლეს, და გადაჰყავდათ სოლოვკაში. ხელმომწერები: ვახტანგ ბარათაშვილი, სევერიან აროშიძე, გიორგი თოდუა (საჭამიასერი, გურია) და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91724; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .