საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91734

ფაქტი 91734

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: დიღმელი გლეხი, უპარტიო კოლია სუთიაშვილი, ღარიბი გლეხი, უპარტიო სოკრატ ხოჭოლავა, ფერშალი, უპარტიო, 73 წლის მოხუცი ექვთიმე ორაგველიძე და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91734; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .