საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91788

ფაქტი 91788

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა კახელ მევენახეთა კავშირის გამგეობამ ღვინით თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვის შემდეგ, კახეთის მეურნეობისათის სერიოზული ზიანის შესახებ. ისინი თხოვნით მიმართავენ ეროვნულ საბჭოს, რომ უშუამდგომლონ ამიეკავკასიის კომისარიატის წინაშე, რათა ამ უკანასკნელმა ნება დართოს მათ კახეთის რკინიგზით შემოიტანონ ღვინო. ხელს აწერენ ვლადიმერ მჭედლიშვილი და გიორგი წინამძღვრიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91788; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .