საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91795

ფაქტი 91795

1918 წლის 8 მარტს კავკასიის მინერალური წყლების კომიტეტის წევრმა, გერასიმე ჭეიშვილმა წერილი გაუგზავნა ცენტრალურ აღმასრულებელ საბჭოს, სადაც აღნიშნული იყო, რომ კავკასიის საოლქო კომიტეტს არ გააჩნდა სახსრები ხორბლის მარაგის შესაძენად და სთხოვდა მათ ფულად დახმარებას. გარდა ამისა, ხორბლეულის ყიდვის ორგანიზაციების მოსაწყობად, კომიტეტი ითხოვდა ნებართვას სანდრო პირების დასანიშნად, რომლებიც გათავისუფლებულნი იქნებოდნენ სამხედრო ბეგარისგან და დაენიშნებოდათ ჯამაგირი აღმასრულებელი კომიტეტის ფონდიდან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91795; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .