საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91812

ფაქტი 91812

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ ივლისის ნომერში (N1) დაბეჭდილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის პროცესის“ მიხედვით, „როსტაი“ ევროპის პრესას აუწყებდა, რომ ჩეკამ დაასრულა დამკომის წევრების საქმის „გამოძიება“, საქართველოდან კი ატყობინებდნენ, რომ მალე აპირებდნენ დამკომის (40-ზე მეტი) წევრების პროცესის გამართვას. დიდი უმრავლესობა ძველი პარტიული მოღვაწე იყო, მათ შორის: აფთონ წულაძე, კირილე ნინიძე, კოლია ქარცივაძე, დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, გიზო ანჯაფარიძე და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91812; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .