საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91883

ფაქტი 91883

1917 წლის იანვარში გაზეთ „სამშობლოს" დამაარსებელმა და რედაქტორმა, იაკობ ცინცაძემ (ია ეკალაძე) განცხადება შეიტანა გამომცემლობის რედაქციაში, პირადი პრობლემების მიზეზით რედაქტორობისაგან გათავისფლების თხოვნით. გამგეობამ მადლობა გადაუხადა მას შრომისთვის, გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან და სთხოვა გაზეთის მუდმივ თანამშრომლად და სარედაქციო კოლეგიის წევრად დარჩენა. სარედაქციო კოლეგიამ „სამშობლოს" რედაქტორად ერთხმად აირჩია ცნობილი ბელეტრისტი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91883; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .