საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91884

ფაქტი 91884

1917 წლის 4 ივნისს დასრულდა კავკასიის მასწავლებელთა სადელეგატო თორმეტ დღიანი ყრილობა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: სკოლის ნაციონალიზაცია; დაწყებითი და საშუალო სკოლების რეორგანიზაცია; სასწავლო ოლქის გამგეობის რეორგანიზაცია საზოგადოებრივობის პრინციპის მიხედვით; კერძო სკოლის რეორგანიზაცია; სასკოლო ასაკამდე და სკოლის გარეშე საკითხები და სხვ. ყრილობამ შეადგინა ბიურო, რომელმაც თავმჯდომარედ აირჩია ი. დ. მელიქ-შახნაზაროვი, თავმჯდომარის ამხანაგად – გიორგი კონიევი, მდივნად – გ. დ. საპოჟნიკოვის ქალიშვილი და ნიკოლოზ ბერეზოვსკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91884; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .