საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91889

ფაქტი 91889

1934 წლის 9 მარტს ლონდონში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლობის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა გააკეთა საინფორმაციო მოხსენება რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმის დაცემის შესახებ. მანვე ევგენი გეგეჭკორს მისწერა წერილები ინგლისელთა დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და საქართველოს მათთვის გასაცნობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. ის ასევე საუბრობს ინგლისისა და კავკასიის, კერძოდ, საქართველოს ურთიერთობებზე და ინგლისის მხრიდან საქართველოს დახმარების საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით. მისი აზრით, აუცილებელია ლონდონში დაარსდეს ლიტერატურულ-ისტორიული საზოგადოება, რომლის მიზანი იქნება საქართველო გააცნოს ინგლისის საზოგადოებას მთელი თავისი მომხიბვლელობით, ისტორიით, კულტურით, ლიტერატურით და ა.შ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91889; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .