საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91897

ფაქტი 91897

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მობილიზაციის პროექტის განხილვის შემდეგ დელეგატები გადავიდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ექვთიმე თაყაიშვილის შეკითხვაზე, თუ რამდენი სამხედრო კორპუსი იარსებებდა და ტყვია-წამლის გამოლევის შემდეგ, რა ზომები იქნებოდა მიღებული მთავრობის მხრიდან, ნოე რამიშვილმა უპასუხა, რომ თავდაპირველად იქნებოდა ერთი კორპუსი, თოფ-იარაღისა და ტყვია-წამლის გამოლევის შემდეგ საჭირო ქმედებები ჯერჯერობით განსაზღვრული არ იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91897; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .