საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91899

ფაქტი 91899

1920 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში საქართველოს მისიის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა წერილები გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც საყურადღებოა ინგლისის პრემიერ მინისტრ ლოიდ ჯორჯის მიერ გამოთქმული შთაბეჭდილება ევგენი გეგეჭკორის შესახებ. კერძოდ, მისი აზრით, ევგენი გეგეჭკორი საუკეთესო მინისტრია და თუ ყველა ქართველი საზოგადო მოღვაწე მისნაირი იქნება, საქართველო აუცილებლად გადარჩება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91899; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .