საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91907

ფაქტი 91907

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა, განიხილეს თუ ვის უნდა გამოეცა დეკრეტი მობილიზაციის შესახებ, მხოლოდ კომისარიატს, კომისარიატს ეროვნულ საბჭოსთან ერთად, თუ დეკრეტში უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ის გაცემულია ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით. გამოირკვა, რომ დეკრეტში არავითარი მოწოდება არ იქნებოდა აღნიშნული. გამოქვეყნდებოდა დამატებითი მოხსენება, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ მობილიზაცია ხდება ეროვნულ საბჭოსთან შეთანხემბით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91907; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .