საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91909

ფაქტი 91909

1920 წლის 26 ივნისს, კონსტანტინოპოლში, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა გრიგოლ რცხილაძემ წერილი გაუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრს, ევგენი გეგეჭკორს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, ახალი წარმომადგენლის მოძიებისა და წარმომადგენლობის მუშაობის გასაძლიერებლად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ. კერძოდ, მისი აზრით, აუცილებელი იყო თბილისსა და კონსტანტინიპოლს შორის სატელეგრაფო კავშირის გაუმჯობესება (რაც გულისხმობდა საქართველოს რადიო-სადგურის მოწყობას კონსტანტინოპოლში); ცნობათა ბიუროს შექმნა (რაც გულისხმობდა ნაციონალისტთა მოძრაობის თვალყურის მიდევნებას); მუსლიმი ქართველების ორგანიზაციის შექმნა და სხვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .