საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91923

ფაქტი 91923

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო სასწრაფოდ მისაღები ზომები: 1. მე-3 პოლკი მანგლისიდან წალკაში გადაყვანა; 2. პოლკიდან პრაპორშიკ აკრიტოვის დათხოვნა; 3. მღვდელი გარიბოვისთვის გაფრთხილების მიცემა, რომელიც მხილებული იყო პროვოკაციული ატმოსფეროს შექმნაში; 4. პოლკოვნიკი ევანგულიდის გასამართლება; 5. ადგილობრივი ბატალიონისთვის სახელის შეცვლა; 6. სხვადასხვა სოფლების მომარაგება სურსათით; 7. მიწის კანონის დაჩქარებით მიღება; 8. რაიონის მცხოვრებთა მიერ მთაში საქონლის გარეკვის უზრუნველყოფა მოსალოდნელი თავდასხმების შემთხვევაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91923; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .