საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91924

ფაქტი 91924

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კუპრიანოფის თაოსნობით შეიქმნა რუსული ბატალიონი, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. საჭირო იყო ბატალიონის ფორმირების შეჩერება და ამასთანავე, სახელის გადაკეთება „ქართულ“ ბატალიონად, რადგან „რუსული“ არ შეეფერებოდა ბატალიონის ეროვნულ შემადგენლობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91924; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .