საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91925

ფაქტი 91925

1918 წლის 28 მარტს საქართველოს ნაციონალურ პარლამენტს წერილი გაუგზავნა ქ. ცარიცინის ქართულო ნაციონალური საზოგადოების გამგეობამ, ქალაქში შემდგარი საქართველოს საზოგადოების (127 წევრი) შესახებ. საზოგადოებამ შეიმუშავა დრეოებითი წესდება, აირჩია თავმდჯომარე, გამგეობა და კომისიის წევრები, რომლებიც განაგებენ ადმინისტრაციულ საქმეებს. 23 მარტს კრების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წესდების დამტკიცების შემდეგ, ისინი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში. გარდა ამისა, მჭიდრო კავშირი უნდა იქონიონ ქართულ პარლამენტთან და ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიღება უნდა შეეძლოთ. ხელს აწერს თავმჯდომარე – პორფელ ნიკოლაშვილი, წევრები: ილია ყორანაშვილი, ვალოდია ქურდავანიძე, ლ. დუმბაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91925; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .