საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91977

ფაქტი 91977

1841 წლის გურიის აჯანყების შემდეგ სამხედრო სასამართლომ პირველი თანრიგის პირველი ხარისხის დამნაშავედ ცნო 18 წლის ენუქი ვადაჭკორია. მას ბრალად ედებოდა ხელოსნისთვის ფულის წართმევა, სახალხო მსაჯულის სახლზე თავდასხმა, ერთი აზნაურისა და ერთი გლეხის დაჭრა. მსაჯულის ცნობით, ის იყო აჯანყების ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთი და მისივე შედგენილ ფირალების ჯგუფთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა მთავრობის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში ოზურგეთთან, ნაგომართან და ჩოხატაურთან.

წელი:
1841
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
გურიის აჯანყება 1841 წელს

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91977; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .