საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 92052

ფაქტი 92052

1841 წლის გურიის აჯანყების შემდეგ სამხედრო სასამართლომ მეორე თანრიგის მეორე ხარისხის დამნაშავედ ცნო 50 წლის ესაკი მამულაშვილი. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფო ბეგარის გადახდაზე უარის თქმა. მან პირველმა უთხრა გადასახადის ამკრებს, რომ სოფელი ლიხაური არ შეიტანდა ფულს მანამ, სანამ სხვა სოფლები არ გადაიხდიდნენ საერობო ბეგარას. ხოლო შემდეგ, როცა საყვირებით დაიწყეს გლეხთა შეკრება, იგი შეუერთდა აჯანყებულთ და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ბრძოლებში მთავრობის ჯარის წინააღმდეგ.

წელი:
1841
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
გურიის აჯანყება 1841 წელს

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 92052; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .