საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 92083

ფაქტი 92083

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „ისევ სოლოვეცის კუნძულები“ მიხედვით, ბოლშევიკებმა აფთონ წულაძე თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვეცის კუნძულზე საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. კუნძული ზღვის გაყინვის გამო 9 თვე მოწყვეტილია სამყაროს. ბანაკში გამეფებულმა სიმხეცემ და პოლიტიკური ტუსაღების წამებამ ევროპის საზოგადოება ააღელვა და მოსკოვის კომისრები იძულებული გახადა, ბანაკი გაუქმებულად გამოეცხადებინათ, გადასახლებულები კი წამოეყვანათ. ჩანს, ისევ განუახლებიათო, აღნიშნულია წერილის ბოლოს.

წელი:
1925
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
ბრძოლა 1925 | 1 დეკემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 92083; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .