საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 92132

ფაქტი 92132

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვინც კი გამხეცებულ ბოლშევიკებს პირველ დღეებში ხელში ჩაუვარდა ჭიათურა-საჩხერეში, განურჩევლად იმისა, აჯანყებაში მონაწილეობდა თუ არა, ყველა, დაახლოებით 200 კაცამდე, უმეტესობა მაღაროს მუშები და გლეხები, ზესტაფონში გაისტუმრეს დასახვრეტად ილარიონ ტალახაძის და ალექსანდრე ვაშაძის განკარგულებით, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 92132; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .