საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 92387

ფაქტი 92387

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, ე.წ. „ლორეს ნეიტრალურ ზონაში“ განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ომის პირველი ეტაპი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა წააგო. შედეგად, 16 თებერვლის დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 92387; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .