საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 92672

ფაქტი 92672

1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარში სარიყამიშის ოპერაციის დროს ტარას ვაშაკიძემ თავისი ასეულის ძალებით ტყვედ აიყვანა ოსმალთა მე-3 არმიის მე-9 საარმიო კორპუსის სარდალი თავისი შტაბით, სამივე დივიზიის მეთაურებითა და შტაბებით. საერთო ჯამში – 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ამავე დროს ხელში ჩაიგდო დიდი სამხედრო ალაფი – 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა და სხვა სახის ნადავლი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 92672; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .