საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 92898

ფაქტი 92898

1921 წლის 8 და 10 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის დეპოებში, ქარხნებსა და ფაბრიკებში და სხვ. მუშებმა გამართეს თათბირი მოსკოვის სოვნარკომისა და საქართველოს რევკომის მიერ საქართველოს ფაქტობრივ გაბათილებაზე და გადაწყვიტეს წარმომადგენელთა გაგზავნა რევკომში წერილობითი განცხადების გადასაცემად, რომელსაც 5 132 მუშამ მოაწერა ხელი. შემდეგ მუშებმა აირჩიეს 3 პირი პოლიტიკურ პარტიებთან მოსალაპარაკებლად და 9 პირისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს რევკომთან მოსალაპარაკებლად, ესენი იყვნენ: იასონ ჩაჩუა, იაკობ ასიტოვი, ლეონტი თომაძე, ანდრო თოდუა, იასონ კახაბრიშვილი, ვასილ ოსიძე, პეტრე ხარაძე, იოსებ ავალიძე და ნიკოლოზ გოგინაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 92898; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .