საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 93154

ფაქტი 93154

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა რკინიგზის სახელოსნოში თედო დოლიძესთან, „სბორნი“ ცეხის კანტორაში – ი. მამაცევთან და „ტოკარნი“ – ცეხში ს. ჩიკვაიძესთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 93154; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .