საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9383

ფაქტი 9383

13 ნოემბერს ხონში გამართულ საერთო კრებაზე ზოსიმე ჩახვაძემ წაიკითხა რეფერატი „პროლეტარიატი და სოც.დემოკრატი". მის ოპონენტად გამოვიდა სოციალ-ფედერალისტ მოწაფეთა წარმომადგენელი გ. ხოფერია, რომელმაც აღნიშნა რეფერატის უშინაარსობა და დისკუსია გამართა დამსწრე საზოგადოებასთან. მან დიდი მოწონება დაიმსახურა. მეორე დღეს ხოფერიამ თეატრის დარბაზში წაიკითხა საჯარო რეფერატი „აგრარული პრობლემა", რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსსწრე საზოგადოებისთვის.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ერთობა, 1920 | 8 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9383; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .